Aa
Aa

"იუვენტუსის" რადარზე ლავეცი მოხვდა

ტურინის "იუვენტუსი" მიმდინარე სეზონში საკუთარ თავს არ გავს. სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს აქტიურობას აპირებენ და რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელს უმიზნებენ.

Gazzetta Dello Sport”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრიორიტეტული სამიზნე ესეკიელ ლავეცია, რომელიც ანხელ დი მარიას ტრანსფერის შემდეგ იშვიათად ხვდება პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, ახალ გუნდში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად მოთამაშეა. ასე, რომ „იუვენტუსს“ სასურველი ფეხბურთელი დამატების საკმაოდ კარგი შანსი აქვს და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

კიდვ ერთი იტალიური გაზეთის „ტუტოსპორტის“ მტკიცებით კი, ესეკიელ ლავეციმ "იუვენტუსს" 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 4 მილიონი ევრო მოსთხოვა, „პარი სენ ჟერმენი“ კი ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს ითხოვს. მთლიანობაში, სატრანსფერო და სახელფასო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები