ფაჩულიამ 12 ქულა მიითვალა
Aa
Aa

ფაჩულიამ 12 ქულა მიითვალა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა, "დალას მავერიკსმა" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩვენი დროით დღეს, გამთენიისას, სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართა და ანგარიშით 105:120 დამარცხდა.

ზაზამ კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში, მოედანზე კი 20:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-იდან 3 ორქულიანი და 6-იდან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო.

"დალას მავერიკსს" 7 მატჩში 3 მოგება და 4 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ შინ, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები