რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ფული აქ არაფერ შუაშია...დამალვას არ ვაპირებ, ყველაფერს ვიტყვი"

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პრესასთან საუბრისას მინიშნება გააკეთა, რომ წლევანდელი სეზონი მისთვის "რეალის" შემადგენლობაში ბოლოა.

როგორც ცნობილია, წასვლის შესახებ გარეთ ბეილმაც ისაუბრა, რომელიც თავისი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და ტრასნფერის მიზეზიც სწორედ ეს არის.

დღის განმავლობაში პრესამ უამრავი ვერსია გაავრცელა, თუ რატომ მიდის რონალდუ.

საბოლოოდ, კრიშტიანუ ესპანურ Marca-ს ესაუბრა და თავისი გადაწყვეტილება ახსნა.

"არა, ფული აქ არაფერ შუაშია. მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, ასევე ხუთჯერ ოქროს ბურთიც გადმომეცა.

ცუდ ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, რადგან ვიცი თუ რას ვაძლევ კლუბს. არ მინდა, რომ ახლა ჩემს თანაგუნდელებს ხასიათი გავუფუჭო, რადგან დღეს ზეიმის დროა.

მე, არაფრის გარანტიას არ ვიძლევი. დამალვას არ ვაპირებ, ამ დღეებში ყველაფერს ვიტყვი. ცხოვრება, ეს უბრალოდ სიტყვები არ გახლავთ.

უახლოეს დღეებში ჩემს მომავალთან დაკავშირებით პასუხს მიიღებთ. "რეალში" თამაში ძალიან სასიამოვნო იყო.

ამის შესახებ თქმა ასეთ დროს, კარგი არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ მე გულწრფელი ვიყავი.

ცოტას ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც რამეს ვამბობ, ესეიგი ასეა.

რა თქმა უნდა, სათქმელი რაღაც ნამდვილად მაქვს, მაგრამ ახლა შესაფერისი დრო არ გახლავთ".

მეორე ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრიშტიანუს პრობლემა კვლავ ფულშია.

მისთვის ამჟამინდელი ანაზღაურება (21 მილიონი) ცოტაა და ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ნეიმარსა (37 მილიონი) და მესის (50 მილიონი) გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ.

კლუბმა და "რონიმ" საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და კრიშტიანუს წასვლის მიზეზიც სწორედ ეს არის. თუმცა, თავად ფეხბურთელი სულ სხვა რამეს ამბობს.

უახლოეს დღეებში ყველაფერი ნათელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები