არველაძის 3 ქულა ცენტრალურ მატჩში - გრიგალაშვილის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

არველაძის 3 ქულა ცენტრალურ მატჩში - გრიგალაშვილის გამარჯვების გოლი

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ბუნიოდკორი.'' ერთადერთი გოლი 31 წლის ბრაზილიელმა ტიაგო ბეზერამ შეაგდო, რომელიც გასულ წელს თურქული ''ადანადან'' არველაძის მიწვევით უზბეკურ გუნდში ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

13 ტურის შემდეგ ''ფახთაქორი'' 29 ქულით პირველ ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ''ბუნიოდკორს.''

უზბეკეთის ჩემპიონატში ''ქიზილქუმმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''კოკანდი.'' გამარჯვების გოლი 45-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა. 28 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატის მე-12 მატჩში მე-6 გოლი შეაგდო.

''კოკანდის'' წინააღმდეგ ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი კვესიეშვილმა 90 წუთი ითამაშეს.

გრიგალაშვილის გამარჯვების გოლი

 

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ქიზილქუმი'' 13 ქულით მე-10 ადგილზეა.

გამარჯვების გოლის შემდეგ sports.uz -ის ვერსიით ელგუჯა გრიგალაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

უზბეკეთის ჩემპიონატში ''მეტალურგმა'' შინ 2:0 დაამარცხა ტაშკენტის ''ლოკომოტივი,'' რომლის მაისურით კახა მახარაძემ 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის გუნდი 19 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები