გამორჩეული ბექა ვაჩიბერაძე - უხვგოლიანი ცენტრალური მატჩი
Aa
Aa

გამორჩეული ბექა ვაჩიბერაძე - უხვგოლიანი ცენტრალური მატჩი

ლატვიის ელიტარული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ''რიგასმა'' სტუმრად 5:3 დაამარცხა ''ლიეპაია,'' რომელსაც ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ხელმძღვანელობს. ანგარიში მე-17 წუთზე ''ლიეპაიამ'' გახსნა.''რიგასის'' ქართველმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშა მეტოქის წინააღმდეგ და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

მასპინძლებმა შანსი გამოიყენეს. 48-ე წუთზე ბექა ვაჩიბერაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა ''რიგასის'' სასარგებლოდ.

ვაჩიბერაძის საგოლე პასი

 

მე-60 წუთზე ვაჩიბერაძემ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული ჯარიმა შეასრულა და ანგარიში 4:2 გახდა.

ვაჩიბერაძის გოლი

 

მატჩის საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე ვაჩიბერაძის თანაგუნდელმა ლაშა შერგელაშვილმა დააფიქსირა და ''რიგასმა'' მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

შერგელაშვილის გოლი

 

აღნიშნული შეხვედრა შერგელაშვილმა სრულად ჩაატარა, ვაჩიბერაძე კი 76-ე წუთზე შეცვალეს. ლატვიის 8-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატს ''რიგასი'' 16 ქულით ლიდერობს და 2 ქულით უსწრებს თამაზ პერტიას გაწვრთნილ ''ლიეპაიას.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები