Aa
Aa

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ავტოგოლი

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბების ''დორდრეხტისა'' და როტერდამის ''სპარტას'' შეხვედრაში ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.  89-ე წუთზე ''სპარტას'' 22 წლის ფეხბურთელმა სტინ სპირინგსმა შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

აღნიშნული გუნდები ჰოლანდიის ელიტარულ ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან. აღნიშნული მატჩი ''სპარტას'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. სამივე გოლი ''სპარტას'' ფეხბურთელებმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი როტერდამში ''სპარტას'' სტადიონზე გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები