ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ოქროს ბურთი
Aa
Aa

„ის მისაბაძი მაგალითია“ - ბერძენი ჟურნალისტი რომელმაც კვარას ხმა მისცა

მანოს სტარამოპულოსი არის ის ადამიანი, ვინც საბერძნეთის სახელით „ოქროს ბურთზე“ ხმას აძლევს. როგორც წლევანდელი ცერემონიის შემდეგ გაირკვა, ის ქართველი ჟურნალისტის გარდა, ერთადერთი იყო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია პირველ ნომრად დააყენა.

სტარამოპულოსმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა:

„წლევანდელ ოქროს ბურთზე იყვნენ სხვა მოთამაშეები, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლებოდა სიაში მოხვედრილიყვნენ. მბაპემ, მაგალითად, ვერც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. არც ჩემპიონთა ლიგა, არც მსოფლიო ჩემპიონატი. მას ასევე საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და ეს ჩემს შეფასებაში გარკვეულ როლს თამაშობს. მე მთლიან სურათს ვუყურებ.

კიდევ ერთი კრიტერიუმი ის არის, რომ ფეხბურთელი - ისევე როგორც ათლეტი, ჟურნალისტი, მომღერალი თუ ნებისმიერი სხვა საჯარო ფიგურა - მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. და კვარაცხელია მისაბაძი მაგალითია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისთვის პირველი ადგილი მიმეცა. მესმის, რომ ჩემს ზოგიერთ კოლეგა ჟურნალისტზე შესაძლოა გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ქართველს არ აქვს ისეთივე რეპუტაცია ან მედიის მუდმივი ყურადღება, როგორიც მბაპეს, ჰარი კეინს, მესის ან რონალდუს. მე ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, კრიტერიუმების მიმართ თანმიმდევრული დავრჩე.

კვარაცხელია არის გამორჩეული ქართველი გარემარბი, ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი გუნდის საკვანძო და ყველაზე გავლენიანი მოთამაშე. მთელი სეზონის განმავლობაში მისი საერთო ასპარეზობის წყალობით, ის დაეხმარა გუნდს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე პოზიციის შენარჩუნებაში. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მან მოიპოვა პენალტი „არსენალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შემდეგ კი, უეფას სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, მან კიდევ ერთხელ გაკვალა გზა გამარჯვებისკენ და „პსჟ“-ს მიერ 2-1 მოგებულ მატჩში ფანტასტიკური გოლი გაიტანა“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები