Aa
Aa

ოფიციალურად ჯერარდი ''რეინჯერსის'' მთავარი მწვრთნელია

“ლივერპულის’’ ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი გლაზგოს “რეინჯერსის’’ მთავარი მწვრთნელი გახდა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოტლანდიურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ''რეინჯერსის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

‘‘ჩემთვის დიდი პატივია “რეინჯერსის’’ მთავარ მწვრთნელად მუშაობა. მე დიდ პატივს ვცემ კლუბს, მის ისტორიასა და ტრადიციას. მოუთმენლად ველი სამუშაოს დაწყებას. ვაპირებთ მივაღწიოთ წარმატებებს, რომელსაც კლუბი წარსულში აღწევდა'' - აღნიშნა ინგლისელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

''რეინჯერსის'' ქომაგები ''აიბროქსთან'' ახალი მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციის დაწყებამდე

''რეინჯერსის'' ერთი ქომაგი ''აიბროქსთან'' პრესონფერენციის დაწყებამდე სტივენ ჯერარდის 4-ნომრიანი მაისურით მოვიდა. ''ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნული ნომრით ეროვნულ გუნდში ასპარეზობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები