ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, ლაშა ბექაური, ნინო გულბანი
Aa
Aa

დასანანი მარცხი უზბეკეთთან | საქართველოს ნაკრები ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ჯუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის მერვედფინალშ საქართველოს ნაკრებმა იტალიას 4:1 მოუგო, ჩვენი გუნდიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

მეოთხედფინალში საქართველო უზბეკეთს დაუპირისპირდა, ანგარიში 3:3 იყო,  გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ნინო გულბანმა (70 კგ) და ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში ნიგმატოვამ სოფიო სომხიშვილი დაამარცხა და გამარჯვება უზბეკეთს დარჩა - 3:4.

 

საქართველოს ნაკრები გამოსვლას რეპეშაჟში გააგრძელებს, ჩვენი მეტოქე რუსეთსა და საფრანგეთს შორის დამარცხებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები