გრიგალაშვილის გოლი საუკეთესოა - ქართველი სიმბოლურ გუნდში მოხვდა
Aa
Aa

გრიგალაშვილის გოლი საუკეთესოა - ქართველი სიმბოლურ გუნდში მოხვდა

უზბეკური ''ქიზილქუმის'' 28 წლის ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია. სუპერლიგის მე-9 ტურში ''ქიზილქუმმა'' საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა აგმკ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. გრიგალაშვილის მსგავსად ამპლუით მცველმა გიორგი კვესიეშვილმა ''ქიზილქუმის'' სასტარტოში შეუცვლელად იასპარეზა.

''ქიზილქუმმა'' მეორე გოლი 63-ე წუთზე სტანდარტული ვითარებიდან გაიტანა. ჯარიმა ელგუჯა გრიგალაშვილის წაქცევის გამო დაინიშნა.

 87-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა ლამაზი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. championat.uz-ის ვერსიით მე-9 ტურში საუკეთესო ქართველი შემტევის გოლი გახდა. მიმდინარე სუპერლიგაში 8 მატჩში 4 გოლი შეაგდო. გარდა ამისა 1 გოლი უზბეკეთის თასზე გაიტანა.

 

sports.uz-ის ვერსიით ელგუჯა გრიგალაშვილი მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

9 ტურის შემდეგ 12-გუნდიან სუპერლიგაში ''ქიზილქუმი'' 9 ქულით მე-9 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს აგმკ-ს. მე-10 ტურში 5 მაისს ''ქიზილქუმი'' მე-6 ადგილზე მყოფ ბაკაბადის ''მეტალურგს'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები