ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძე კილთან ვერ ითამაშებს | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ეს ოფიციალურად დაადასტურა

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს გამართავს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში გიორგი ქვილითაიას „კილს“ დაუპირისპირდება და ფონს გასვლა ზივზივაძის გარეშე მოუწევს.

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ზივზივაძე გუნდს ავადმყოფობის გამო ვერ დაეხმარება.

„კონტე და ბრენიგი ვერ ითამაშებენ. ბუდუ ზივზივაძეც ხელმიუწვდომელია, რადგან მთელი კვირაა ავადაა და, სამწუხაროდ, კვირას ვერ ითამაშებს“, — განაცხადა შმიდტმა.

ცნობისთვის, „ჰაიდენჰაიმს“ 4-დან 3 თამაში მოგებული აქვს და 9 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. ზივზივაძის გუნდი მხოლოდ „ჰერტასა“ და „ნიურნბერგს“ ჩამორჩება. რაც შეეხება მის მეტოქეს, გიორგი ქვილითაიას „კილს“ 4-დან 3 ფრე და 1 წაგება აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია VS პიმბლეტი - ყველაზე მოსალოდნელი ბრძოლის სავარაუდო თარიღები
ილია VS პიმბლეტი - ყველაზე მოსალოდნელი ბრძოლის სავარაუდო თარიღები