ივა გელაშვილი
Aa
Aa

ივა გელაშვილი რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მცველი, ივა გელაშვილი კარიერას რუმინულ „კლუჟში“ გააგრძელებს. ინფორმაცია რუმინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„„კლუჟის“ გულშემატკივრებო, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ივა გელაშვილი ჩვენი ახალი ცენტრალური მცველია.

25 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი საბერძნეთის სუპერლიგაში გაატარა, სადაც „პანსერაიკოსის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა. მცველმა დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები პრაღის „სპარტაში“ გადადგა, კარიერის განმავლობაში კი იტალიურ „სპეციაშიც“ თამაშობდა. სამშობლოში გელაშვილი ბოლნისის „სიონის“, ასევე თბილისის „იბერიას“ რიგებში ირიცხებოდა - გუნდში, რომელთან ერთადაც მან ჩემპიონის 2 ტიტული მოიპოვა.

საერთაშორისო დონეზე, გელაშვილმა ეტაპობრივად გაიარა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები და ეროვნულ გუნდშიც მოახერხა დაწინაურება, სადაც ბოლო სანაკრებო პაუზის დროსაც ითამაშა.

მას დიდ წარმატებას და ჩვენი გუნდის მაისურით ბევრ მიღწევას ვუსურვებთ!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს