ტიერი ანრი
Aa
Aa

„ფეხბურთელებს იმაზე დიდი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ჰგონიათ“ - ანრი ფიფასთან კონფლიქტზე

ტიერი ანრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებს ფიფასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

უეფა და ზოგიერთი სხვა კონფედერაცია ფიფასთან კონფლიქტში არიან იმის გამო, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მსოფლიო ჩემპიონატზე კომერციული უფლებების ნაწილის გაყიდვას გეგმავდა.

„ბიჭებმა აშშ-ში ძალიან კარგად იციან: როდესაც მოთამაშეს რაღაცის გაკეთება სურს, ლიგა მას უსმენს. თქვენ ეს ნახეთ NBA-ში. თქვენ ეს ნახეთ NFL-ში... თუმცა მოთამაშეები თითქოს ყოველთვის განზე რჩებიან: მოდი გაგვართე, წაიღე შენი ფული და დაიკარგე.

ჩვენ განვიხილავთ, რა შეიძლება შეიცვალოს. თითოეულ ჩვენგანს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, კარგი ან ცუდი... მაგრამ, ჩემი აზრით, მოთამაშეებს იმაზე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ჰგონიათ. და თუ მათ რაღაცის შეცვლა მოუნდებათ, ამის გაკეთება შეუძლიათ, განსაკუთრებით ჩვენს დროში“,

- განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები