გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

კარგად შემოვიდა | სევილიას მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა

სევილიას რიგებში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა, მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლაზამ 55-ე წუთზე ჩართო თამაშში, როცა ანგარიში მადრიდის ატლეტიკოს სასარგებლოდ 0:3 იყო. საბოლოოდ, შეხვედრა 1:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ სევილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა.

„გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა განვითარდნენ და გამოცდილება მიიღონ. იძულებული გავხდი ისააკ რომერო შემეცვალა, რადგან მთელი ღამე სიცხე ჰქონდა. მადლობა მას იმ ძალისხმევისთვის, რაც გაიღო, რათა თამაშზე ყოფნა შეძლებოდა. ქოჩორაშვილი ძალიან კარგად შემოვიდა, ყველა ფეხბურთელი უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება და ყველაფერს გააკეთებს“ - აღნიშნა ლუის გარსია პლაზამ.

ქოჩორაშვილი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, Sofascore-მა ქართველი ნახევარმცველის თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 21-დან 20 ზუსტი პასი (95%), 2 დარტყმა, 33 შეხება ბურთთან, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა და 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

ქოჩორაშვილი მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები