მე-4 საგოლე მოქმედება სეზონში | კვერნაძის კარგი მატჩი და გამარჯვება ფიორესთან
იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ფიორენტინა შინ ფროზინონესთან 0:3 განადგურდა.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ათამაშა. ქართველ შემტევს კარგი მატჩი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში აქტიურობდა, პირველი გოლი, 26-ე წუთზე, სწორედ მისი კარგი თამაშის შემდეგ გავიდა, მოკლე სივრცეში ბურთი კარგად გააკონტროლა და მისი პასით ანტონიო რეიმონდომ ანგარიში გახსნა. 38-ე წუთზე გაბრიელე ბრაკალიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 68-ე წუთზე რეიმონდომ დუბლი შეასრულა.
კვერნაძის პირველი საგოლე პასი სერია A-ში
კვერნაძის საუკეთესო მომენტები ფიორენტინასთან
გიორგი კვერნაძე სერია A-ს პირველ ტურში იუვესთან 90 წუთი ითამაშა, საგოლე მოქმედება არ ჰქონდა, თუმცა თამაშს ამწვავებდა და დაცვაშიც ბევრი იმუშავა.
იტალიის თასის პირველ ეტაპზე ფროზინონემ იუვე სტაბიას 4:1 მოუგო, კვერნაძემ 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 საგოლე მოქმედებაა, 2 გოლი და 2 საგოლე პასი.