კარგი ამბავი: კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, გრაცის შტურმის ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი მინდორს დაუბრუნდა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვი ვარჯიშობს და სავარაუდოდ ბუნდესლიგის შემდეგ ტურში განაცხადში იქნება.
მიმდინარე სეზონში შტურმმა ავსტრიის ბუნდესლიგის, ავსტრიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით 10 მატჩი ჩაატარა, 30 წლის ქართველმა „ათიანმა’’ კი სეზონის მხოლოდ პირველ მატჩში სტუმრად „ჰართსის’’ წინააღმდეგ ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ტრავმის გამო მას შემდეგ გუნდს ვერ ეხმარებოდა, 9 მატჩი გამოტოვა.
კიტეიშვილის არყოფნაში გრაცის „შტურმი'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფენერბახჩემ'' ორივე მატჩი მოუგო (2:0, 0:1) და ავსტრიული კლუბი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში შტურმი სტუმრად რაპიდს დაუპირისპირდება და სავარაუდოდ კიტეიშვილი ამ მატჩში დაბრუნდება. შეხვედრა 30 აგვისტოს, კვირას, 19:00 საათზე დაიწყება.
2018 წლის ზაფხულიდან კიტეიშვილი შტურმის ფეხბურთელია, Transfermarkt-ის მონაცემებით 269 მატჩი ჩაატარა, 72 გოლი გაიტანა და 44 საგოლე პასი შეასრულა.
Transfermarkt-ი კიტეიშვილს 5,5 მილიონ ევროდ აფასებს.