ვახტანგ ჭანტურიშვილი
Aa
Aa

ჭანტურიშვილმა მაგარი გოლი გაიტანა | იაბლონეცმა რეინჯერსი გააგდო

ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცი“ კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პლეიოფში „რეინჯერსი“ დაამარცხა და ლიგის ფაზის საგზური თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიპოვა.

„იაბლონეცმა“ პირველი შეხვედრა 0:1 წააგო და მეორე მატჩი აუცილებლად მოსაგები ჰქონდა. 73-ე წუთზე ჩეხებს გმირად ჭანტურიშვილი მოევლინა. ვახომ ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, მეტოქე ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით „რეინჯერსის“ კარი აიღო.

მატჩის ძირითადი დრო 1:0 დასრულდა, დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. „რეინჯერსმა“ პირველი სამი პენალტი გაიტანა, „იაბლონეცმა“ კი 3-დან 2 გამოიყენა — ფილიპ ზორვანის დარტყმა შოტლანდიელთა მეკარემ მოიგერია.

„რეინჯერსმა“ უპირატესობა ვერ გამოიყენა. ფინდლი კერტისმა „იაბლონეცის“ კარს ააცილა, ჯეიმს პენრაისს კი მეკარემ აუღო და მასპინძლებმა ძალიან კარგი შანსი მიიღეს, რომელიც ხელიდან არ გაუშვეს და პენალტების სერია 4:3 მოიგეს. ჭანტურიშვილს თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის წილისყრა 28 აგვისტოს გაიმართება და „იაბლონეცის“ მსგავსად, „იბერია 1999“-ის მეტოქეებიც გაირკვევა. წილისყრა თბილისის დროით, 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა
„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა