კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს
უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე „იბერია 1999“-ის მეტოქეები გაირკვა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი „კოპენჰაგენს“, „ცრვენა ზვეზდას“, „ხეტაფეს“, „სენტ-ტრიუდენს“, „მიალბისა“ და „იაბლონეცს“ დაუპირისპირდება.
ლიგის ფაზის წილისყრის შემდეგ Football Rankings-მა დაასახელა გუნდები, რომლებსაც ყველაზე მეტად არ გაუმართლათ და ყველაზე რთული კალენდარი შეხვდათ. „იბერია 1999“ ტოპ 10-ში იმყოფება და მეხუთე ადგილს იკავებს.
Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონზე მეტად წილისყრაში მხოლოდ „აიაქსს“, „პანათინაიკოსს“, „კაუნო ჟალგირისსა“ და „ლინკოლნ რედ იმპსს“ არ გაუმართლათ. „იბერია 1999“-ის შემდეგ „ჰართსი“, „იაბლონეცი“, „ინტერ კლუბ დ’ესკალდესი“, „კუპსი“ და „პაფოსი“ მოდიან.
ცნობისთვის, მატჩების კალენდარი — „იბერია 1999“ რომელ ტურში რომელ გუნდს შეხვდება — შაბათს გახდება ცნობილი. ასევე შაბათს გაირკვევა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კალენდარიც.