ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მისი პრიორიტეტი MLS-ია | მექვაბიშვილი კრაიოვას ტოვებს

რუმინულ პრესაში ანზორ მექვაბიშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. Fanatik-ისა და GSP-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი „უნივერსიტატეა კრაიოვას“ ტოვებს და კარიერას MLS-ის კლუბში, „ჩიკაგო ფაიერში“ გააგრძელებს.

Fanatik-ის მიხედვით, „არარატ-არმენიასთან“ გამართული დაპირისპირების შემდეგ, მექვაბიშვილი კლუბის პრეზიდენტს, მიჰაი როტარუს შეხვდა და მას აშშ-ში გაშვება სთხოვა. ანზორს რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუმცა მისი პრიორიტეტი „ჩიკაგო ფაიერია“.

GSP-ის ცნობით, როგორც ფეხბურთელმა, ისე კლუბმა შეთავაზებები მიიღეს. ჩიკაგოელები მექვაბიშვილის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს იხდიან, რაშიც ბონუსებიც არის გათვალისწინებული. თავად მექვაბიშვილს „ჩიკაგო ფაიერი“ ხელფასის სახით თვეში 80 000 ევროს სთავაზობს.

GSP-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველის ამჟამინდელი ხელფასი თვეში 20 000 ევროა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთადერთი, რაც ტრანსფერის დახურვამდე დარჩა, „უნივერსიტატეა კრაიოვას“ საბოლოო თანხმობაა, რაც, წესითა და რიგით, პრობლემა არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, „ჩიკაგო ფაიერში“ რობერტ ლევანდოვსკი თამაშობს და გუნდი ამჟამად 36 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. ლევანდოვსკი და კომპანია მხოლოდ „ნეშვილსა“ და „ინტერ მაიამის“ ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს
კარგი ამბავი: კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს