ოპერაცია ჩაუტარდა - გაგნიძე კოლოსს 3-4 კვირა ვერ დაეხმარება
უკრაინული „კოლოსისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ნიკა გაგნიძეს ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გამოცემა TaToTake-ს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში, „ზორიასთან“ მატჩში მენისკი გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, გაგნიძეს დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება, ფეხბურთელმა რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.
გასულ სეზონში გაგნიძემ „კოლოსში“ 25 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი მიითვალა. „კოლოსთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.