რომაელმა ტიფოზებმა "ლივერპულის" გულშემატკივარს სცემეს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის განცხადებით დაახლოებით 35-დან 40-მდე რომაელი გულშემატკივარი თავს ლივერპულელ ქომაგს დაესხა. იტალიელების უმრავლესობა ქამრებით იყვნენ შეიარაღებულები, ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი „რომას“ გულშემატკივარს თან ჩაქუჩი ახლდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით "ლივერპულის" ქომაგს ჭრილობები ცივი იარაღითაც ჰქონდა მიყენებული, თუმცა პოლიციამ აღნიშნული ცნობა უარყო და განაცხადა:“დაზარალებულს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღმოაჩნდა. გამოძიება სიცოცხლის განზრახ მოსპობის, ხულიგნობის, და სიცოცხლისთვის სახიფათო იარაღის ტარების მუხლითაა აღძრული.
ბრიტანელმა სამართალდამცავებმა „რომას“ 9 ქომაგი დააკავეს. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და პოლიცია მოსახლეობას ინციდენტის ამსახველი ვიდეოების გამოგზავნას თხოვს.

შეტაკებას „ლივერპულიც“ გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ მომხდარი ინციდენტით შოკირებულები ვართ. გვსურს დაზარალებულის ოჯახს თანადგომა გამოვუცხადოთ და გულშემატკივრებს მოვუწოდოთ, რომ ინციდენტის შესახებ არსებული ინფორმაციის შემთხვევაში პოლიციას აუცილებლად მიმართონ. ჩვენ სამედიცინო პერსონალთან რეგულარულად ვთანამშრომლობთ და ურთიერთობის შეწყვეტას გულშემატკივარის გამოჯანმრთელებამდე არ ვაპირებთ“.
ინციდენტს"უეფა"-ც გამოეხმაურა:" ჩვენ მატჩის წინ მომხდარი შეტაკებით შოკირებულები ვართ, გვსურს დაზარალებულის ოჯახს თანადგომა გამოვუცხადოთ. მიგვაჩნია, რომ ფეხბურთში ასეთი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და აგრესიის თითოეული გამოვლინება მაქსიმალურად სწრაფად უნდა აღიკვეთოს. "უეფა"სადამსჯელო ღონისძიებებს მხოლოდ მთლიანი მოხსენების მიღების შემდეგ გაატარებს"
ჟურნალისტებთან ინციდენტის შესახებ ერთ-ერთმა ინგლისელმა გულშემატკივარმაც ისაუბრა და განაცხადა:"მეგობართან შეხვედრას და ბილეთების ყიდვას ვაპირებდი, როდესაც ქამრებითა და ჩაქუჩებით შეიარაღებული იტალიელი ქომაგები გამოჩნდნენ. ისინი ზედმეტად აგრესიულები იყვნენ და "ლივერპულის" გულშემატკივრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სურდათ".

მოგვიანებით სამართალდამცავებმა „რომას“ ორი გულშემატკივარი დააკავეს, რომლებსაც დიდი ალბათობით ბრალს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ. რაც შეეხება დაზარალებულს, 53 წლის ინგლისელი ქომაგი საავადამყოფოში იმყოფება და ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
Police and ambulance in attendance at the Albert pub next to Anfield.
— talkSPORT ???? (@talkSPORT) April 24, 2018
Reports of clashes between Liverpool and Roma fans before kick-off. pic.twitter.com/E1QZHDtzGy