გიორგი გაგუა, დუნაისკა სტრედა
Aa
Aa

„მომენტები გამოვიყენეთ“ - გაგუას კომენტარი გოლისა და ასისტის შემდეგ

„დუნაისკა სტრედას“ ქართველმა ფორვარდმა, გიორგი გაგუამ სტუმრად „კომარნოსთან“ გამართულ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა (0:3) და მატჩის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

„ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა იგივე ითქმის მეტოქეზეც. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს.

თუმცა სწორი რიტმი ვიპოვეთ და თავისუფალ ზონებს ადვილად ვპოულობდით, საიდანაც დასარტყმელ პოზიციებზე გავდიოდით. მთავარია, რომ მომენტები გამოვიყენეთ და ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

ცნობისთვის, გაგუა „დუნაისკა სტრედაში“ 2025 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუგეშაშვილის დებიუტი თურქეთში | გიოზთეფემ სეზონი შედეგიანი ფრით დაიწყო
გუგეშაშვილის დებიუტი თურქეთში | გიოზთეფემ სეზონი შედეგიანი ფრით დაიწყო