თემურ ქეცბაია
Aa
Aa

შოკიდან ვერ გამოვედით | ქეცბაია რუსთავთან 0:3 მარცხის შემდეგ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „დინამო თბილისი“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე „რუსთავთან“ 0:3 დამარცხდა. გოლები ჟან სოუზა დე ალმეიდას, პრინს ოსეისა და სოლომონ კესის ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ შოკიდან, რომელიც კონფერენს ლიგაზე „ჟალგირისთან“ მარცხისას მიიღო.

მატჩის შეფასება

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ კონკურენტთან დავმარცხდით, რომელიც ჩვენთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ მატჩამდე 1 ქულით გვისწრებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ის ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც გვინდოდა. ძველმა პრობლემებმა თავი იჩინა. ვცდილობთ, ეს პრობლემები აღმოვფხვრათ — ახალი მეკარე მოვიყვანეთ, დაცვაშიც პრობლემები გვაქვს, რაც გუნდზე უარყოფითად მოქმედებს. ალბათ, იმ შოკიდან ვერ გამოვედით, რა შოკიც „ჟალგირისთან’’ მატჩში მივიღეთ. რაც უფრო სწრაფად გამოვალთ მდგომარეობიდან, გუნდისთვის უკეთესი იქნება.“

შესაძლო ტრანსფერები

„თუ ვნახავთ ისეთ მოთამაშეს, რომელიც დაგვეხმარება, აუცილებლად დავიმატებთ. ახლა ნათლად ჩანს, რომ მეკარის პოზიციასა და დაცვაში პრობლემები გვაქვს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე
ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე