ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს - ბათუმის დინამო გაგრას დაუზავდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.
ანგარიში მე-12 წუთზე თორნიკე კირკიტაძის პასით დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა. ეს მოლდოველი ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლია. 30-ე წუთზე „გაგრას“ მცველმა, ვანდერსონ სილვამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი ეფექტურ სტილში ლუკა წულუკიძემ შეასრულა.
68-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძემ ერთი ბურთი გაქვითა, 85-ე წუთზე კი ვანდერსონ სილვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
ბათუმელები 28 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე არიან, ხოლო „გაგრა“ 23 ქულით მე-8 საფეხურზეა.
ხვალ მე-20 ტურის ფარგლებში „მეშახტე“ „სამგურალს“ მიიღებს, თბილისის „დინამო“ კი „სპაერს“ ესტუმრება.