სანდრო ტონალი
Aa
Aa

„მინდოდა, მაგრამ ვერ დავბრუნდი“ - ტონალიმ სერია A-ზე ისაუბრა

სანდრო ტონალი თავიდანვე თანატოლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ იტალიელ ფეხბურთელად ითვლებოდა და როდესაც ბევრი თვლიდა, რომ სერია A-ს რომელიმე გრანდის წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა, „მილანში მცირეხნიანი ასპარეზობის შემდეგ კარიერის „ნიუკასლში“ გაგრძელება გადაწყვიტა. გასულ ზაფხულს კი, როდესაც „ჯორდების“ დატოვება საჭიროდ ჩათვალა, „ტოტენჰემის“ წინადადება მიიღო. რატომ არ დაბრუნდა სამშობლოში, ამის თაობაზე დასმულ შეკითხვას სანდრომ შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„ძალიან მინდოდა სერია A-ში კარიერის გაგრძელება, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემი ხელფასის გადახდა ნებისმიერ მსურველს კლუბს შეეძლო, სატრანსფერო თანხის კი არა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ინგლისში დავრჩენილიყავი, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის ბედნიერებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ორი კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი, თუმცა ზუსტად 15 წუთი დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ „ტოტენჰემი“ საუკეთესო ვარიანტი იყო“.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონის უმეტესი ნაწილი „ტოტენჰემმა“ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში გაატარა და ქვედა დივიზიონში დაქვეითებას სასწაულებრივად გადაურჩა, რის გამოც „დეზების“ ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი მაქსიმალურად გააძლიერეს და ერთ-ერთი ღირებული შენაძენი სწორედ სანდრო ტონალი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმირებულია და ხვალ ვერ ითამაშებს“ - შტურმის მწვრთნელი კიტეიშვილზე
„ტრავმირებულია და ხვალ ვერ ითამაშებს“ - შტურმის მწვრთნელი კიტეიშვილზე