21 წლის ასაკში აზიაში | ქარსელაძე სინგაპურის ჩემპიონში ითამაშებს
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძე პორტუგალიური „რიუ ავედან’’ სინგაპურის ჩემპიონ „ლაიონ სითი სეილორსში’’ გადავიდა.
ქარსელაძე პორტუგალიაში, ვილა-დუ-კონდეში დაიბადა. 21 წლის მარჯვენა მცველი „რიუ ავეს’’ აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. 2025-26 წლების სეზონი პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის „აკადემიკა კოიმბრაში’’ გაატარა, როტაციაში იყო, 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მისთვის მნიშვნელოვანია ნდობა და რეგულარული სათამაშო დრო, ამ კუთხით აღნიშნული ტრანსფერი პოზიტიურად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა 21 წლის ასაკში კარიერის აზიაში გაგრძელება ევროპულ ფეხბურთზე უარს ნიშნავს, რადგან სამომავლოდ ევროპაში დაბრუნება და ევროპულ ფეხბურთის განვითარების ტემპთან ფეხის აწყობა რთული იქნება. გარდა ამისა, რთული წარმოსადგენია სინგაპურიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვიონ.
ქარსელაძის ახალი კლუბი აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. აღნიშნული საკლუბო ტურნირი აზიაში პრესტიჟულობით მეორეა.