თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი
Aa
Aa

„ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი

„ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკერლამ „დინამო თბილისთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი გუნდი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშში 0:3 დამარცხდა. სკერლამ განაცხადა, რომ განმეორებით მატჩში საკუთარი ფეხბურთელებისგან რადიკალურად განსხვავებულ თამაშს ელოდება.

„დიდი ჩამორჩენა გვაქვს აღმოსაფხვრელი. ამ ანგარიშს არ ველოდებოდით. ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. „დინამო თბილისს“ კარგი, სწრაფი და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და დღევანდელ შეხვედრაში მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს.

0:3 დიდი სხვაობაა, მაგრამ საშინაო კედლებში ვიასპარეზებთ, სტადიონი სავსე იქნება და ჩემი გუნდისგან საერთოდ სხვანაირ თამაშს ველოდები. ვფიქრობ, „დინამოს“ ყველა შემტევი საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. მარტივ ეპიზოდებში ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, რასაც ყოველ ჯერზე შეტევა მოჰყვა. როგორც ვთქვი, „დინამოს“ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათ პრობლემები შეგვიქმნეს“.

ცნობისთვის, „დინამო თბილისის“ მხრიდან გოლები ნუმან კურდიჩმა, ლეო სანტოსმა და ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანეს. განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში ლიეტუვაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ აჩერებდნენ და ეუხეშებოდნენ“ | ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვერ აჩერებდნენ და ეუხეშებოდნენ“ | ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა