კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„სათამაშოდ მზად არის“ - როდის ექნება დებიუტი ლოჩოშვილს კიოლნში

საქართველოს ნაკრების მცველს, ლუკა ლოჩოშვილს „კიოლნში“ დებიუტი დღეს, „ბერგიშ გლადბახის“ წინააღმდეგ ექნება.

ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში, „კიოლნის“ მეორე ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება. „რაინზიუდ კიოლნთან“ 5:0 მოგების შემდეგ, ლოჩოშვილის გუნდი ახლა რეგიონალლიგის გუნდს დაუპირისპირდება, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რენე ვაგნერმა კი განაცხადა, რომ ლუკა ლოჩოშვილი ამ მატჩში სათამაშოდ მზად არის.

„ლოჩო ტესტ-მატჩში ჩვეულებრივად მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ვაგნერმა.

რამდენიმე კვირის წინ, „კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ლუკა ლოჩოშვილი კლუბისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება და ქართველ მცველზე დიდ იმედებს ამყარებს.

„კიოლნი“ ბუნდესლიგის ახალ სეზონს 29 აგვისტოს, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩით დაიწყებს, მანამდე კი ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ ბერლინის „ჰერტას“ (31 ივლისი) და „რეალ სოსიედადს“  (8 აგვისტო) დაუპირისპირდება, 24 აგვისტოს კი გერმანიის თასზე „ვურზბურგერ ქიქერსს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მათ წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად რთულია“ - ბუდუმ ესპანეთზე ისაუბრა
„მათ წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად რთულია“ - ბუდუმ ესპანეთზე ისაუბრა