დინამო თბილისი ფრანგი ფეხბურთელით გაძლიერდა
„დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში 30 წლის ფრანგი ნახევარმცველი, ლიეს ური ითამაშებს.
30 წლის შემტევი ნახევარმცველი „ლილის“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს ფრანგულ, ნიდერლანდურ და უნგრულ გუნდებში გამოდიოდა. იცავდა „ვალანსიენის“, „ბასტიას“, „როდას“, „ლანსის“ და „ფეჰერვარის“ ღირსებას.
30 წლის ფეხბურთელი ბოლოს ანზორ მექვაბიშვილთან ერთად რუმინულ „კრაიოვაში“ ასპარეზობდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.