დინამოს და დილას სავარაუდო მეტოქეები ცნობილია | კონფერენს ლიგის წილისყრა
Aa
Aa

დინამოს და დილას სავარაუდო მეტოქეები ცნობილია | კონფერენს ლიგის წილისყრა

UEFA-ს კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართა. თუ „დინამო'' ლიეტუვის „ჟალგირისის'' ბარიერს დაძლევს,  მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „პაფოსსა'' და სპლიტის „ჰაიდუკს'' შორის დამარცხებულს შეხვდება.

მეორე საკვალიფიკაცი ეტაპზე „დინამო'' „ჟალგირისთან'' პირველ მატჩს თბილისში, „მიხეილ მესხზე'' 23 ივლისს გამართავს. საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება გორის „დილას'', მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსული „აპოლონის'' გამოთიშვის შემთხვევაში მესამე ეტაპზე რუმინულ „უნივერსიტატეა კლუჟსა'' და ნორვეგიულ „ბრანს'' შორის მოგებულს შეხვდება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილა'' პირველ მატჩს, 23 ივლისს „აპოლონთან'' სტუმრად გამართავს.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6-13 აგვისტოს გაიმართება.

ასევე გეტყვით, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიას'' მეტოქე ბრატისლავის სლოვანია. თუ საქართველოს ჩემპიონი სლოვაკურ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე შვედეთის ჩემპიონ „მიალბისა'' და გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ „იბერია'' „სლოვანის'' ბარიერს ვერ დაძლევს, ევროპა ლიგაზე გადაერთვება, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნესა'' და სერბულ „ცრვენა ზვეზდას'' შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები