„იამალი გენიოსია. ვამაყობ, რომ პირველი ნაბიჯები ჩემთან გადადგა“ - ჩავი
„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა და მწვრთნელმა, ჩავიმ ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა და 19 წლის შემტევის თამაში უმაღლეს დონეზე შეაფასა.
რას ამბობს ჩავი:
„მისი პოტენციალი ჯერ კიდევ მაშინ დავინახეთ, როცა 15 წლის იყო. ფინანსური თვალსაზრისით, კლუბისთვის ეს რთული პერიოდი გახლდათ. ასეთ სიტუაციებში ფსონი საკუთარ აღზრდილებზე უნდა გააკეთო. მაშინვე შევამჩნიეთ, რომ ლამინი სხვების ფონზე გამოირჩეოდა. დავიწყეთ მისი პირველ გუნდთან დაახლოება და როგორც კი მივხვდი, რომ ის მზად იყო – ის კი პირველივე დღიდან მზად იყო, – მისი მოედანზე გამოყვანა დავიწყეთ.
ყველაფერი ესმის და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ის არის ის, ვინც ესპანეთის ნაკრების თამაშში განსხვავებას ქმნის. ეს ნამდვილი ნიჭია. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. გენიოსია, შესაძლოა, ესპანეთის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა მოთამაშე, რომელსაც მატჩების შედეგზე ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო. და შეხედეთ, როგორ თამაშობს კუბარსი. ფერმინის გამო გული მწყდება, მაგრამ არის კიდევ პედრი.
„ბარსელონაში“ ფეხბურთელთა თაობა გაიზარდა – და ეს ბირთვი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა, – რომელიც გუნდის თამაშს უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში განსაზღვრავს. მათით ძალიან ვამაყობ, რადგან „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობისას, ჩვენ მათი გაზრდის პროცესს ვაკვირდებოდით“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.