ლამინ იამალი
Aa
Aa

მარშმელოუ ოთხ წელიწადში ერთხელ - იამალმა ბავშვობა გაიხსენა

საზოგადოების მხრიდან ყურადღება ლამინ იამალს აქამდეც არ აკლდა, თუმცა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ის უზომოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს, რადგან პლანეტის უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა და დღეს ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონს, არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ლამინს ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა ბავშვობის გახსენება სთხოვა და მისგან საინტერესო პასუხი მიიღო.

ლამინ იამალი

სულ ახლახანს, პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ოჯახის წევრებთან და შეყვარებულთან ერთად ვივახშმე, დესერტად კი უზარმაზარი მარშმელოუ მოგვიტანეს. ამაზე უცბად გამახსენდა, როდესაც პატარა ვიყავი, გრანოლერსსა და მატაროში ყოველწლიურად ფესტივალები იმართებოდა, სადაც ბავშვები ვიკრიბებოდით და საკმაოდ იაფად მარშმელოუ იყიდებოდა. იაფი ღირდა, მაგრამ ჩემს ოჯახს მისი ყოველ წელს შეძენის საშუალება არ ჰქონდა, რის გამოც დედამ მითხრა, რომ ამ ტკბილეულს მიყიდდა იმ წელიწადს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდებოდა.

ისიც კარგად მახსოვს, როგორ ჩქარობდა ღამე დედა სამსახურიდან სახლში მოსვლას, რომ დაძინებამდე ჩემთვის მოესწრო და 10 წუთით მაინც ვენახე. დიახ, დედა იძულებული იყო ემუშავა, მე კი ძიძა ამიყვანა. სახლში მამაც არ იყო ხშირად - ის ქუჩაში საქონლის ხორცს ჰყიდდა, რათა ჩვენთვის საჭმელი მოეტანა. ეს ყველაფერი მახსოვს და ძალიან მენატრება.

სად ვიქნებოდი ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად ჩემი ცხოვრება სხვაგვარად რომ წარმართულიყო? ჩემს უბანში მეგობრებთან ერთად. პარკში ვიკრიბებოდით, საათობით ვისხედით და ვლაპარაკობდით იმაზე, რომ მომავალში თითოეული ჩვენგანი მილიონერი გახდებოდა.

ცნობისათვის, ლამინ იამალი პელეს და ჯუზეპე ბერგომის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი ითამაშა. გარდა ამისა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამართული იმ 12 შეხვედრიდან, რომელიც მან ძირითადში დაიწყო, ყველა ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი
მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი