ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ასე რომ მომხდარიყო, ხვიჩას თამაშით უფრო მეტად დავტკბებოდით“ - სიომინი

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი, იური სიომინი ყოველთვის გამოირჩევა თავისი ყოფილი შეგიდის მიმართ დადებითი კომენტარებით. 79 წლის სპეციალისტმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობაზე ისაუბრა და განაცხადა, მიმდინარე მუნდიალზე 64 გუნდი რომ ყოფილიყო, გულშემატკივრები ამ სეზონში ხვიჩა კვარახელიას თამაშით უფრო მეტად დატკბებოდნენ.

რას ამბობს სიომინი:

როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 64 ნაკრებამდე გაფართოებას განიხილავს?

კარგად. და რა არის ამაში ცუდი? აქამდე ვამბობდით, რომ 48 გუნდი მიუღებელია, რომ თითქოს დონე დაეცემოდა და ა.შ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთის პოპულარიზაცია გაიზარდა, დასწრება გაიზარდა, ფინანსები გაიზარდა — ყველაფერმა მოიმატა. ამიტომ, 64 გუნდის მონაწილეობაშიც არაფერია საშინელი.

ყველაზე რთული ის არის, რომ უფრო დიდ დატვირთვას მიიღებენ ტოპ-ფეხბურთელები, ვარსკვლავები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. რადგან ისინი მატჩებს არ აცდენენ და თამაში სურთ. თუმცა ახლა ალბათ მწვრთნელებსაც დიდი როლი აქვთ ცვლილებების კუთხით. არა მარტო უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, მომდევნო თამაშის წინ მოთამაშეთა ჩანაცვლებაში იმის მიხედვით, თუ ვინ სად გადის. ამისათვის უეფამ ცვლილებების რაოდენობა 5-მდე გაზარდა. ძალების დასაზოგად ეს უკვე საკმაოდ დიდი რიცხვია.

მაგრამ მატჩების რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემა აუცილებლად იარსებებს. რა გვაქვს სალაპარაკო იმაზე, 64 გუნდი სწორია თუ არასწორი... ეს მწვრთნელებმა უნდა თქვან. იმიტომ, რომ ვინ არიან მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მოქმედი პირები? რა თქმა უნდა, არა ინფანტინო, არამედ მოქმედი ფეხბურთელები და მწვრთნელები.

და თუ მსოფლიო ჩემპიონატს გააფართოებენ, ფინალურ ეტაპზე სხვა სიმპათიური ნაკრებებიც მოხვდებიან.

დიახ, საქართველოსაც შეეძლო მოხვედრა. საქართველო რომ გასულიყო, ხვიჩა კვარაცხელიათი კიდევ უფრო დავტკბებოდით. ასე რომ, შემდეგში — 64 იქნება, და ეს გუნდებიც აუცილებლად უნდა მოხვდნენ.

შეგახსნებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტულუზას მექვაბიშვილის დამატება სურს - რას გადაწყვეტს კრაიოვა
ტულუზას მექვაბიშვილის დამატება სურს - რას გადაწყვეტს კრაიოვა