დვალიშვილი: ვლოცულობ და ველოდები, რომ იანი მალე დაბრუნდეს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, რომელიც World MMA Awards-ის ვერსიით „წლის მებრძოლად“ დასახელდა, მოუთმენლად ელის, როდის დაუნიშნავს ლიგა ოფიციალურად მესამე ბრძოლას დივიზიონის მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანთან, რომელიც მორიგი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას აგრძელებს.
„როგორც ჩანს, აგვისტოში არ ვჩხუბობ და პიოტრ იანისგანაც ჯერ არაფერი მსმენია. უბრალოდ ველოდები მას და ვლოცულობ, რომ მალე დაბრუნდეს. პიოტრ, ძმაო, მალე დაბრუნდი! მოდი ვიჩხუბოთ. ჩხუბი მინდა. წავედით,“
– განაცხადა მერაბმა მებრძოლმა MMA Fighting-თან ინტერვიუში.
იძულებით პაუზას თავისი პლუსებიც აქვს, რადგან დვალიშვილი შეძლებს უკეთ მოირჩინოს ცხვირი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ვარჯიშზე ისევ გაიტეხა, თუმცა „მანქანა“ ირწმუნება, რომ მისი ტრავმა სატიტულო ბრძოლას ხელს არ შეუშლის.
„ახლა ჩემს ცხვირთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. ის შეხორცდა. მაგრამ ეს რომც განმეორდეს, უკვე სულერთია. ყველაფერი კარგად იქნება,“
– განაცხადა დვალიშვილმა.
ამ უქმეებზე თბილისში მერაბ დვალიშვილი RAF-ის ლიგის პირველ საერთაშორისო ტურნირს ჩაუდგება სათავეში, რომლის ფარგლებშიც ხალიჩას თავის ყოფილ მეტოქესთან, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან გაიყოფს.