თემურ ქეცბაია, მათე ვაწაძე, ნიკა ნინუა
Aa
Aa

ბას და ვაწაძის გოლები | დინამო მონდორფს სტუმრად ამარცხებს

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული მონდორფი შინ დინამო თბილისთან 1:2 მარცხდება. მიმდინარეობს მატჩის დასკვნითი 20 წუთი.

მეორე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებით ბამ თავური დარტყმით დინამო დააწინაურა. 23 წლის ალგასიმე ბა გვინეის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, დინამოს ახალწვეულია, პირველად სუპერთასზე დილასთან ითამაშა, მეორედ კი დღეს - მონდორფთან.

მე-19 წუთზე ნინუამ მეორე საგოლე პასი შეასრულა, გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა.

71-ე წუთზე მონდორფმა ანგარიში შეამცირა, 24 წლის ფრანგმა შემტევმა ჰატიმ ფარმა ლორიას გაუტანა.

თემურ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ლორია, ფსალტისი (კვარაცხელია 66), კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტოსი, ციკოლია (კაკაშვილი 46), ოსეი, ნინუა, ბა, ვაწაძე (ქვარცხავა 61), დო კოუტუ (დანელია 89)

მიმდინარეობს განახლება

დინამო თბილისის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები