ჰოლანდის ოთხიდან ოთხი - სოლბაკენის თრილერი
მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებად ყველა ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ასახელებს, თუმცა ერლინგ ჰოლანდის მათ გვერდით დაყენება თავისუფლად რომ შეიძლება, ეს 25 წლის ნორვეგიელმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც ბრაზილიის ნაკრებს დუბლი შეუსრულა, ტურნირის რეკორდსმენი სახლში გაისტუმრა და ბომბარდირთა დავაში ლიონელსა და კილიანს დაეწია. უმაღლეს დონეზე ასპარეზობით ერლინგ ბრაუტმა მთლიანად ნორვეგიელი ერი გააბედნიერა, რასაც ხაზი მათი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც გაუსვა.
სტალე სოლბაკენი
ნორვეგიის თითოეული მოქალაქე ამ საღამოთი და ამ გამარჯვებით უნდა დატკბეს, რადგან ვიხილეთ ნამდვილი თრილერი, სადაც მოგება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლო. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად იასპარეზა და მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე ეპიზოდში ბავშვური შეცდომები დავუშვით, რის გამოც შეიძლებოდა მეტოქეს დავესაჯეთ, თუმცა საბედნიეროდ გადავრჩით და მეოთხედფინალში ვართ.
ცნობისათვის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 54 შეხვედრაში 62 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე მუნდიალზე კი მან ოთხი მატჩი ჩაატარა და გარდა იმისა, რომ ოთხივეჯერ ბურთის გატანა მოახერხა, ოთხივე შემთხვევაში შეხვედრის MVP გახდა. ის და მისი თანაგუნდელები მეოთხედფინალში მექსიკა-ინგლისის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და ეს შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.