ერლინგ ჰოლანდი, ნეიმარი
Aa
Aa

ბრაზილია მუნდიალს გამოეთიშა - ჰოლანდის დუბლით ნორვეგია მეოთხედფინალშია

მორიგი დიდი სენსაცია 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე - ნორვეგიის ნაკრებმა მუნდიალის ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად ამ ტურნირის რვა საუკეთესოს შორის მოხვდა. სკანდინავიელთა რიგებში დუბლი მათმა სუპერვარსკვლავმა ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა შეასრულა, რომელსაც 7 ბურთი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მესი-მბაპეს დუეტს გაუთანაბრდა.

ბრაზილიელებს დაწინაურება მე-14 წუთზე შეეძლოთ, თუმცა მატეუშ კუნიას მიერ მოპოვებული პენალტი ბრუნო გიმარაეშს ორიან ნილანდმა აუღო. მეორე ტაიმის დასაწყისში სელესაოს რიგებში გატანა უკვე ცვლილებაზე შესულ ენდრიკს მართებდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ააცილა. ნორვეგიელებმა კი, კერძოდ მათმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ბრაზილიელები გამოუყენებელი მომენტებისთვის სათანადოდ დასაჯა და ჯერ თავით, შემდეგ კი ფეხით ერთიმეორეზე უკეთესი ბურთები გაიტანა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში სამხრეთ ამერიკელებს 11-მეტრიანი უკვე კაზემირომ მოუტანა, რომელიც ნეიმარმა გაიტანა და მეტის გასაკეთებლად სელესაოს ძალები აღარ ეყო.

ამრიგად, 1990 წლის შემდეგ პირველად ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალს მიღმა დარჩა და 1986 წლის შემდეგ პირველად ბრაზილიელებმა მუნდიალზე პენალტი გააფუჭეს. რაც შეეხება ნორვეგიას, სკანდინავიელები მეოთხედფინალში მექსიკა-ინგლისის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თეთრი სახლიდან დარეკეს - ბალოგუნის წითელი გაუქმდა და ბელგიასთან ითამაშებს
თეთრი სახლიდან დარეკეს - ბალოგუნის წითელი გაუქმდა და ბელგიასთან ითამაშებს