მაიკლ მორალესი, კარლოს პრატესი
Aa
Aa

„მას კარლოსთან ჩხუბი არ დაუმსახურებია“ - პრატესის წარმომადგენელმა მორალესი უარყო

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბის ჩანიშვნამდე, ბევრი ვარაუდობდა, რომ ისლამ მახაჩევს ტიტულის დაცვა დაუმარცხებელ ეკვადორელ მებრძოლთან მაიკლ მორალესთან მოუწევდა, თუმცა დაღესტნელს მეტოქედ ირლანდიელი იან მაჩადო გარი შეურჩიეს, ხოლო სამხრეთ ამერიკელი ჯერჯერობით ამ ბრძოლის დამზღვევის სტატუსს დასჯერდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორალესს უფრო მაღალი მწვერვალების დალაშქვრამდე, კარლოს პრატესთან ჩხუბის საშუალებას მისცემდნენ, თუმცა ამაზე ბრაზილიელის მწვრთნელმა კრისტიან ნოუეირამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ამ ბრძოლის გამართვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. მაიკლ მორალესს არც ერთი ყოფილი ჩემპიონი არ დაუმარცხებია და რის საფუძველზე იმსახურებს კარლოს პრატესთან ჩხუბს? იმედია, მეორედ მსგავს შეკითხვებზე პასუხების გაცემა აღარ მომიწევს. ეკვადორელს ჩვენ დონეზე მოსასვლელად რამდენიმე საფეხურის გავლა დასჭირდება“.

ცნობისათვის, 27 წლის მაიკლ მორალესს კარიერის მანძილზე ჩატარებული 19 ბრძოლიდან 19 მოგება აქვს, საიდანაც 14 ნოკაუტით დაასრულა, 1 საბმიშენით, 4 კი მსაჯების გადაწყვეტილებით. რაც შეეხება 32 წლის კარლოს პრატესს, მის აქტივში 31 ჩხუბიდან 24 გამარჯვება და 7 მარცხია. ოცდაოთხიდან ცხრამეტ შემთხვევაში ბრაზილიელმა მოწინააღმდეგე ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტყუილად გარბიხარ, ქამარს მაინც წაგართმევ“ - ჩიმაევი რემატჩს ითხოვს
„ტყუილად გარბიხარ, ქამარს მაინც წაგართმევ“ - ჩიმაევი რემატჩს ითხოვს