იან დიომანდე
Aa
Aa

გუნდში კონკურენცია იზრდება - პსჟ-მ დიომანდესთან შეთანხმებას მიაღწია

„ლაიპციგის” კოტ დივუარელმა შემტევმა იან დიომანდემ „პარი სენ-ჟერმენთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.

დიომანდესთვის, რომელმაც პრემიერლიგის კლუბების ნაცვლად არჩევანი „პარი სენ-ჟერმენზე“ შეაჩერა, 5-წლიანი კონტრაქტი მზადაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

ამ ზაფხულს „ლაიფციგს“ დიომანდეს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის მიღება სურს მას შემდეგ, რაც კლუბმა „ლივერპულის“ შეთავაზებაზე (90 მილიონს + 10 მილიონი ევრო) უარი თქვა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში პარიზული კლუბი.

„ლაიფციგი“ ასევე სთავაზობს „პარი სენ-ჟერმენს“, რომ დიომანდე ამ ზაფხულს დაიმატონ, თუმცა 2027/2028 წლების სეზონის დაწყებამდე ის გერმანიაში იჯარით დატოვონ. გადაწყვეტილება ახლა კლუბებზეა დამოკიდებული.

19 წლის დიომანდე ამპლუით გარემარბია. ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად გამოსდის თამაში და ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც გვიჩვენა, რაც ლუის ენრიკესთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. ბუნდესლიგის გასულ სეზონში კოტ დივუარელმა 33 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები