5 დარტყმა, 4 გოლი - იაპონელების მწვრთნელი კმაყოფილია
Aa
Aa

5 დარტყმა, 4 გოლი - იაპონელების მწვრთნელი კმაყოფილია

იაპონიის ნაკრები მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატზე არაჩველებრივად ასპარეზობს - პირველ ტურში აზიელებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს არაფერი დაუთმეს, დღეს კი ტუნისი დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლისა და საგოლე პასის ავტორი აიასე უედა დასახელდა, რომელსაც საკლუბო დონეზეც არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა და „ფეიენოორდში“ 31 მატჩში 25 ბურთი გაიტანა. როგორც უედას, ასევე მისი თანაგუნდელების ასპარეზობით იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰაჯიმე მორიასუ კმაყოფილი დარჩა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცოდით ტუნისელები როგორ თამაშს დაგვიპირისპირებდნენ, რის გამოც აქცენტი მთლიანად საკუთარ მომზადებაზე გადავიტანეთ. სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებამდე იდეები ბოლომდე მიიტანა და აგრესიულად ვიასპარეზეთ, რის გამოც უზომოდ კმაყოფილი დავრჩი“.

ცნობისათვის, ტუნისელებთან მატჩში იაპონელებმა კარისკენ 11-ჯერ დაარტყეს, საიდანაც კარში 5 წავიდა და 4 ბურთი გაიტანეს. ჯგუფურ ეტაპს ჰაჯიმე მორიასუს მომზადებული გუნდი შვედებთან შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 26 ივნისს, თილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი სენსაცია - რუმის 15 მოგერიება და კურასაომ ეკვადორთან ქულა აიღო
მორიგი სენსაცია - რუმის 15 მოგერიება და კურასაომ ეკვადორთან ქულა აიღო