მარსელო ბიელსა
Aa
Aa

„თამაშის ოთხ ნაწილად დაყოფა ბევრ რამეს გვაკარგვინებს“ - ბიელსა წყლის პაუზაზე

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წყლის პაუზაზე ისაუბრა და ეს ინოვაცია გააკრიტიკა.

„ფეხბურთის ორის ნაცვლად ოთხ ნაწილად დაყოფა ცვლის ამ სპორტის სახეობის უკვე ჩამოყალიბებულ კულტურულ გაგებას. ამას არაფერი შემოაქვს და ბევრი რამ მიაქვს.

როდესაც ფეხბურთი ოთხ ტაიმად დაყვეს, არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამას იმაზე, რაც ხალხს ფეხბურთს აყვარებს, არამედ უფრო სხვა შედეგებზე ფიქრობდნენ, რომლებსაც მე არ განვიხილავ და არ ვაანალიზებ.

ამ გადაწყვეტილებამდე ფეხბურთს ერთი მახასიათებლები ჰქონდა, ახლა - სხვა აქვს. ხალხს ეს თამაში სწორედ თავისი თავისებურებების გამო უყვარდება“,

- განაცხადა ბიელსამ პრესკონფერენციაზე.

ზემოხსენებულ სიახლეს ბევრი კრიტიკულად შეხვდა. მთავარ პრობლემად მატჩის მსვლელობასა და რიტმიდან ამოვარდნას ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები