კრიშტიანუ რონალდუ, დიეგუ დალო
Aa
Aa

დალო: ყველამ იცის, თუ რა კარგად უმკლავდება რონალდუ კრიტიკას

პორტუგალიის ნაკრების მცველი დიოგუ დალო მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გაუმკლავდება.

„ყველამ უკვე იცის, თუ რა მაგრად უმკლავდება კრიშტიანუ კრიტიკას. მას ნაკრებში თამაშის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.

ვფიქრობ, ის გუნდს თავდაჯერებულობას გადასცემს, კრიტიკა კი უბრალოდ თამაშის ნაწილია, განსაკუთრებით იმ დონის გათვალისწინებით, რომელზეც თამაში შეგვიძლია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, თუ არა ყველაზე დიდ ტურნირზე მონაწილეობისას.

ის თავდაჯერებულობა, რომელსაც ის ჩვენში ნერგავს, ჩვენ კი მასში - ყოველთვის ერთნაირი იყო და იქნება. სანამ ის ნაკრებს წარმოადგენს, ვფიქრობ, ეს უნარი მას ყოველთვის ექნება და ყოველთვის მზად იქნება სათამაშოდ“,

- განაცხადა დალომ.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, რონალდუს კრიტიკამ იმატა. საფეხბურთო ექსპერტები თვლიან, რომ 41 წლის პორტუგალიელმა თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს და გუნდზე მეტი იფიქროს.

რონალდუს გულშემატკივრებმა კი იერიში ბრუნო ფერნანდეშსა და ჟოაოუ ნევეშზე მიიტანეს და მათ კრიშტიანუს მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მოსთხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები