„მერაბს და იანს დაველოდები, შემდეგ კი...“ - ომალიმ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ თეთრ სახლში ამირ საჰაბისთან გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო რბოლაზე გამოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ქამრისთვის ჩხუბის უფლებას მიიღებს.
რას ამბობს ომალი:
„ვფიქრობ, შემდეგი პიოტრისა და მერაბის ბრძოლა იქნება. ასე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იქ რა მოხდება. თუ მერაბი მოიგებს, მივიღებ რევანშს მერაბთან? არ ვიცი. ამის გადაწყვეტა UFC-ის საქმეა. ასე რომ, უბრალოდ დაველოდები, მანამდე კი ამ გამარჯვებით ვისიამოვნებ.“
შეგახსენებთ, რომ შონ ომალი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ქამარი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ დაკარგა. ქართველ და ამერიკელ მებრძოლებს შორის რემატჩიც შედგა, რომელიც კვლავ მერაბ დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა.