ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე
Aa
Aa

„მათ გვერდით ყოფნა დიდი სიამოვნებაა“ - დუე კვარასა და პსჟ-ს შემტევებზე

გუშინ, „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მედია-დღე ჰქონდა, სადაც გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის დეზირე დუემ „არსენალთან“ მატჩის შესახებ ისაუბრეს.

ფრანგ შემტევს მისაბაძი მაგალითების შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა გამოარჩია:

„ჩემი მისაბაძი მაგალითები? ყველა ამ გუნდშია: თავდამსხმელები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და ასევე რამდენიმე ფეხბურთელი სხვა პოზიციებზე. მაგრამ, როცა იმის ბედნიერება მაქვს, რომ უსმანთან, ბარკოლასთან და კვარაცხელიასთან ერთად ვითამაშო... ისინი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. და გულწრფელად რომ ვთქვა, მათი ყოველდღიურად ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა.“

„გუნდში ბევრი სხვა ლიდერიცაა და შემეძლო ყველას დასახელება. გულწრფელად რომ ვთქვა, თავდამსხმელებზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ კართან ახლოს სწორედ მათთან ერთად ვმოქმედებ. სწორედ მათთან ერთად ვმუშაობთ ყოველდღიურად. თუმცა, ამ გუნდში კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი მოთამაშეა, რომელიც შთამაგონებს“.

„ფინალში თამაშს უკვე მოუთმენლად ველით, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ. „არსენალი“ შესანიშნავი გუნდია, შარშანაც ძალიან გაგვიჭირდა მათ წინააღმდეგ. ვიცით ჩვენი კლასის შესახებ. ჩვენ კლუბისა და მწვრთნელის ფილოსოფიას უნდა მოვერგოთ“, - აღიარებს დუე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ისინი სამაგალითოდ იღებენ ისეთ კლუბებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, როგორიცაა გუარდიოლას „ბარსელონა“.

„ცხადია, მსგავსი მიღწევებისკენ ვისწრაფვით. თუ ისტორიის დაწერა გვიწერია, ეს ბუნებრივად მოხდება. გამარჯვება გვსურს და ვაცნობიერებთ, რომ მომავალ წელს, შესაძლოა, ფინალში ვეღარ ვიყოთ, მაგრამ ამისთვის ყოველთვის ვიბრძოლებთ.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება და საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი
„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი