Aa
Aa

ზარანდიას სადებიუტო გოლი ექსტრაკლასაში

პოლონეთის ექსტრაკლასაში ''ლეხიმ'' შინ 4:2 დაამარცხა ''არკა,'' რომლის მხრიდან პირველი გოლი 67-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ გაიტანა, მან მახვილი კუთხიდან დაარტყა კარისკენ, მეკარე შეცდა და ქართველმა შემტევმა მიმდინარე კვირაში მეორე გოლი გაიტანა, ''ლეხის'' გარდა პოლონეთის თასზე ''კორონას'' შეუგდო. ლუკას გოლის შემდეგ ანგარიში 4:1 გახდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა დღევანდელ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა,  დღეს გატანილი გოლი ზარანდიასთვის ექსტრაკლასაში სადებიუტო იყო. პოლონეთის ელიტარულ 16-გუნდიან ლიგაში ''არკა'' 40 ქულით მე-9 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასასი ვარშავის ''ლეგიამ'' შინ 3:0 დაამარცხა ''პოგონი,'' რომლის მაისურით ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. ''პოგონი'' 31 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

22 წლის ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ''პოგონის'' ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გახდა, პოლონური გუნდის მაისურით ექსტრაკლასაში 26 მატჩი ჩაატარა, 5 ყვითელი ბარათი მიიღო და 2 გოლი შეაგდო. ლაშას ასევე უთამაშია თურქულ ''ქასიმფაშაში,'' ლატვიურ ''სკონტოში,'' გერმანულ ''დუისბურგში,'' ყაზახურ ''ირტიშსა'' და პოლონურ ''შლიონსკიში.''

ექსტრაკლასაში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა, ''კორონა'' სტუმრად ვროცლავში ''შლიონსკის'' დაუზავდა. ''კორონას'' მაისურით 58-ე წუთზე ნიკა კაჭარავა ჩაერთო თამაშში, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. ქართველი ფორვარდის გუნდი 45 ქულით მე-6 ადგილზეა.

24 წლის კაჭარავამ მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო. სხვათაშორის ამდენივე გოლია ავსტრიის ჩემპიონატში მოთამაშე გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე, მან ბუნდესლიგაში 7 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კაჭარავა და ქვილითაია კონკურენტები არიან.

ექსტრაკლასას მეორეადგილოსანი ''იაგიელონია'' შინ 1:3 დამარცხდა პლოცკის ''ვილასთან.'' გამარჯვებულთა შემადგენლობაში არ იმყოფებოდა გიორგი მერებაშვილი. მან crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა მნიშვნელოვანი შეხვედრა. სავარაუდოდ გამოცდილ ქართველ ნახევარმცველს ექსტრაკლასას შემდეგ ტურში ვიხილავთ მოედანზე. ''ვისლა'' 49 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ პოზნანის ''ლეხს'' მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

ექსტრაკლასაში ფრედ 1:1 დასრულდა ''პიასტისა'' და ''ტერმალიცას'' დაპირისპირება, 20 წლის ქართველი შემტევი ნიკა კვანტალიანი ''ტერმალიცას'' სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. ნიკამ გასულ ზამთარში პოლონურ კლუბთან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23-ე ტურში ''გურნიკთან'' 31 წუთი ითამაშა. ''ტერმალიცა'' 29 ქულით მე-15 ადგილზეა, ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები