ნიკოლოზ ბასილაშვილი, როლან გაროსი
Aa
Aa

რეიტინგის 232-ე ნომერთან წააგო - ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციოზე დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ შეძლო.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 232-ე ნომერს, 23 წლის ბრაზილიელ პედრო ბოსკარდინ დიასს დაუპირისპირდა და ორ სეტში - 6:7, 4:6 დამარცხდა, რის შედეგადაც გათამაშებას გამოეთიშა.

განსაკუთრებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ჩოგბურთელებმა 6:6 დაასრულეს, ტაი-ბრეიკში კი უფრო ძლიერი ბრაზილიელი ჩოგბურთელი გამოდგა. ბოსკარდინ დიასმა ტაი-ბრეიკი 7:4 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 115-ე ადგილზე იმყოფება. „როლან გაროსამდე“ ქართველმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსზე იასპარეზა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, ბენ შელტონი დაამარცხა. ბასილაშვილი ტურნირს მერვედფინალში, ანდრეი რუბლევთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები