მიქაუტაძე არ ათამაშეს - ვილიარეალი რაიოსთან დამარცხდა
წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე ზედიზედ 28 მატჩი გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში თუ არ ხვდებოდა, ცვლილებაზე მაინც ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. ამჯერად კი, ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ეს ტრადიცია დაირღვა, რაც მთლიანად ვალენსიური კლუბის მთავარი მწვრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.
გიორგის არყოფნაში „ყვითელი სუბმარინას“ შეტევებს სიმწვავე აშკარად აკლდა და იერიშების გასამწვავებლად მარსელინომ ქართველი ფორვარდი შეხვედრაში არ ჩართო, რის გამოც სათანადოდ დაისაჯა და მისი მომზადებული კლუბი მადრიდში ადგილობრივ „რაიოსთან“ 0:2 დამარცხდა. თითო ბურთი 28-ე და 47-ე წუთზე სერხიო კამელიოსა და ალემაოს ანგარიშზეა, რომელთაც ასისტენტობა ანდრეი რაციუმ და ოსკარ ტრეხომ გაუწიეს.
ცნობისათვის, „ვილიარეალის“ მარცხით კარგად ისარგებლა „ატლეტიკომ“, „ჟირონას“ 1:0 მოუგო და ვალენსიელებს ქულებით გაუთანაბრდა. ბოლო ტურში „სერამიკაზე“ სწორედ „ვილიარეალი“ და „ატლეტიკო“ იასპარეზებენ და მესამეადგილოსნის ბედიც მათ უშუალო დაპირისპირებაში გადაწყდება,