ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი: “ისევ შევძელი თამაშით სიამოვნების მიღება“

როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე კარგად იასპარეზა და მერვედფინალამდე გააღწია, სადაც ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა.

ქართველ ჩოგბურთელს ასეთ დონეზე დიდი ხანია არ უთამაშია. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა.

ბასილაშვილი:

„დიდი მადლობა რომს და იტალიელ გულშემატკივრებს. ეს ადგილი ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული დარჩება. 4 წლის შემდეგ, არაერთი ტრავმისა და ოპერაციის ფონზე, ბოლოს და ბოლოს, ისევ შევძელი თამაშით სიამოვნების მიღება და კორტზე ყველაფერი დავტოვე. შემდეგი გაჩერება: როლან გაროსი.“

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს რუბლიოვის დამარცხება თავისუფლად შეეძლო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მოიგო და მეორესაც ბრეიკით იგებდა, თუმცა საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და რუსმა გაიმარჯვა. დისაიდერში კი ანდრეი ბევრად უკეთესი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები