რომის მასტერსი - ბასილაშვილი რუბლიოვთან დამარცხდა
რომის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ სამ სეტში 6:3 6:7 2:6 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, გამარჯვებასთან ნიკოლოზი ძალიან ახლოს იყო. პირველი სეტი 2-ბრეიკიანი უპირატესობით მოიგო და მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო, თუმცა უმალ უკუბრეიკი მიიღო და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.
ტაი-ბრეიკზეც მინიბრეიკი შესრულებული ჰქონდა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რუბლევმა შესაბამისი ძალები გამონახა და მეორე სეტი მოიგო - 7:5
სამწუხაროდ, მესამე სეტში ბასილაშვილს თამაში არ წაუვიდა. მეტიც, მე-7 გეიმში 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ კი 2-ბრეიკიანი უპირატესობით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რომის მასტერსზე ქართველმა ჩოგბურთელმა მერიდა აგილარი, ბენ შელტონი და ნაკაშიმა დაამარცხა.