„წიტაიშვილს ბევრი მსურველი ეყოლება“ | L'Equipe-მა მეცის საზაფხულო გეგმებზე დაწერა
გიორგი აბუაშვილის, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-იდან გავარდა და ზაფხულში სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, „მეცის“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა.
„ფოდე ბალო-ტურე ზაფხულში მეცის რიგებს დატოვებს. იგივე ბედი ელის გიორგი წიტაიშვილს. მისი წარმატებული იჯარა სრულდება და მრავალმხრივ და ტექნიკურ ქართველ ფეხბურთელს ზაფხულში ძალიან ბევრი მსურველი ეყოლება.
არის შანსი, გიორგი ქვილითაია და გიორგი აბუაშვილი გუნდში დარჩნენ. თუ ქვილითაიასთან შეთანხმება შედგა და აბუაშვილის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი ამოქმედდა, ქართველები მეცში თამაშს გააგრძელებენ. სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება“, — წერს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა ლიგა 1-ის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ქვილითაიამ 9 თამაშში 2 ბურთი შეაგდო, ხოლო აბუაშვილმა 22 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.